Manitowoc აფართოებს თავის საზღვრებს ცენტრალურ აზიაში, მას შემდეგ რაც E-Buildway გახდა Potain – ის ოფიციალური წარმდგენი საქართველოში. E-Buildway ცნობილი ბრენდია ქართულ სამშენებლო ბაზარზე, მისი და Potain პარტნიორობა კი ამყარებს ურთიერთობას იმ ორ კომპანიას შორის, რომლებმაც ბოლო თვეებში დიდ წარმატებას მიაღწიეს. დღეისთვის E-Buildway – მ 8 ცალი მეორადი Potain MC 120 გაყიდა ქართულ ბაზარზე, დამკვეთებს შორის იყვნენ: ნიუ გრუპი, თბილისი სახლი და გრინ ჰაუსი.
“ჩვენი ინჟინრები მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებლებთან, რათა იპოვონ სრულყოფილი ამწე მათი პროექტებისთვის. Potain არის სანდო ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხითა და საიმედოობით. ამიტომ ბევრი კონტრაქტორი ირჩევს მეორად Potain ამწეებს.
ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით Manitowoc-ს ამ შესაძლებლობისთვის და მადლობას ვუხდით ჩვენს კლიენტებს მათი მუდმივი ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად მივაღწევთ ახალ სიმაღლეებს სამშენებლო ინდუსტრიაში!” – განაცხადა E-Buildway-ს თანადამფუძნებელმა ნინო გიორგაძემ.
კონტაქტი
ელენა მოროზოვა
მარკეტინგის მენეჯერი
შუა აღმოსავლეთი, აფრიკა და დსთ
Manitowoc
M: +971 56 603 2728
Elena.Morozova@manitowoc.com
Comments are closed