POTAIN-ის კოშკურა ამწეების ერთადერთი ოფიციალური დილერი საქართველოში

img კოშკურა ამწეები

ტექნიკა რომელსაც გთავაზობთ

ბილდვეი ფრანგული ბრენდი პოტაინის (POTAIN) ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. მსოფლიოს მასშტაბით პოტაინის 100,000-ზე მეტი ერთეული კოშკურა ამწეა ექსპლუატაციაში. ბრენდი ცნობილია ინოვაციური მიდგომებით, მათ შორის თვითმწყობადი სისტემების პიონერული ტექნოლოგიებით.

img 01
IGO 50

ამწე კოშკურა IGO 50

POTAIN - ის გარანტირებული ხარისხი და საიმედოობა

იხილეთ ვრცლად
img 02
IGO 15

ამწე კოშკურა IGO 15

POTAIN - ის გარანტირებული ხარისხი და საიმედოობა

იხილეთ ვრცლად
img 03
IGO T 70 A

ამწე კოშკურა IGO T 70 A

POTAIN - ის გარანტირებული ხარისხი და საიმედოობა

იხილეთ ვრცლად
img 04
MC120

ამწე კოშკურა MC120

POTAIN - ის გარანტირებული ხარისხი და საიმედოობა

იხილეთ ვრცლად
img კომპანიის შესახებ

POTAIN კოშკურა და თვითმწყობადი ამწეების მწარმოებელი გლობალური ლიდერია

პოტაინი (POTAIN) 1928 წელს საფრანგეთში დაარსდა და 2001 წელს ამერიკული გიგანტის, Manitowoc-ის ჯგუფის წევრი გახდა. დღეს კი კომპანია კოშკურა ამწეების წარმოების უპირობო გლობალური ლიდერია. ე-ბილდვეი საქართველოში პოტაინის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია. ეს პარტნიორობა ადგილობრივ დეველოპერულ სექტორს სთავაზობს ხარისხიან და ინოვაციურ ტექნიკაზე წვდომასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას.

img
img
img

img
img რატომ ჩვენ?

გახდით ბილდვეის პარტნიორი

01

POTAIN-თან ექსკლუზიური პარტნიორობა

პოტაინის ამწეები ცნობილია ინოვაციური ტექნოლოგიური მიდგომებით. ჩვენი ექსკლუზიური პარტნორობა გთავაზობთ მაქსიმალურ მარტივ წვდომას სფეროს წამყვან ტექნიკასთან.

02

24/7 სერვისი და მწარმოებლის გარანტია

ბილდვეის საინჟინრო გუნდი გადამზადებას გადის პოტაინის ქარხანაში, საფრანგეთში. კოშკურა ამწის სერვისი ხელმისაწვდომია 24/7-ზე და მოიცავს სრულ ციკლს, მათ შორის რესტავრაციას ორიგინალი ქარხნული ნაწილებით.

03

სერტიფიცირებული ინჟინერთა გუნდი

ჩვენი ინჟინერთა გუნდი ერთადერთია საქართველოში, რომელსაც საფრანგეთში, POTAIN-ის ქარხანაში აქვს გავლილი გადამზადება

04

ეკონომიურობა და ენერგოეფექტურობა

პოტაინ ამწეები მსოფლიოში ცნობილია კონკურენტებთან შედარებით დაბალი ენერგომოხმარებით, რაც ამცირებს ხარჯებს მშენებლობის მიმდინარეობისას და, თან, გაცილებით ეკომეგობრულია.

STEP

img
img E-Buildway • ე-ბილდვეი

ჩვენი პარტიორი კომპანიები

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა აირჩიოთ პოტაინის (POTAIN) ტექნიკა სამშენებლო პროექტისთვის?

პოტაინის კოშკურა ამწეების ინოვაციური, მოდულური და ჰიდრავლიკური დიზაინი მნიშვნელოვნად მცირებს მონტაჟისთვის, დემონტაჟისა და ლოგისტიკისთვის საჭირო დროს. ტექნიკა გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით. ბილდვეის პარტნიორობა უზრუნველყოფს ოფიციალურ ქარხნულ გარანტიასა და პოტაინის ქარხანაში გადამზადებულ საინჟინრო გუნდის მხარდაჭერას. ეს გვეხმარება სამუშაო ვადების დაცვაში და ამცირებს გაუთვალისწინებელი ფინანსური დანაკარგების რისკს.

საინჟინრო გუნდი პასუხისმგებელია ტექნიკის 24-საათიან მხარდაჭერასა და ობიექტის რეგულარულ დიაგნოსტიკაზე. როდესაც პროცესს მართავენ უშუალოდ მწარმოებლის ქარხანაში გადამზადებული სერტიფიცირებული ინჟინრები, მნიშვნელოვნად მცირდება ხარვეზების აღმოფხვრის დრო და რისკები. ამასთან, გაქვთ გარანტია, რომ დაზიანების შემთხვევაში ნაწილები ნაცვლდება მხოლოდ ორიგინალი, ქარხნული ალტერნატივით. 

მონტაჟისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია შერჩეულ მოდელსა და მშენებლობის სპეციფიკაზე. კომპაქტური თვითმწყობადი ამწეები ჰიდრავლიკური სისტემით შესაძლოა ერთ სამუშაო დღეშიც დამონტაჟდეს. ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი, ზედა მობრუნების სისტემის დასამონტაჟებლად კი, როგორც წესი, 2-დან 5 დღემდეა საჭირო. 

დემონტაჟსაც დაახლოებით მსგავსი ვადები სჭირდება: ჰიდრავლიკური მოდელების დაშლასა და ობიექტიდან გაყვანას რამდენიმე საათი (მაქსიმუმ ერთ სამუშაო დღე) სჭირდება, თუ ადგილზე პრობლემა არ შეიქმნა. ხოლო უფრო მასშტაბური სისტემების სრული დემონტაჟი საშუალოდ 2-3 დღეს მოითხოვს.

პროექტის სპეციფიკასთან და სამშენებლო ლოკაციასთან შეუთავსებელი ტექნიკა ზრდის ინდუსტრიული ავარიების ალბათობას. მაგალითად, მსუბუქი მოდელისთვის განკუთვნილ ნიადაგზე არ შეიძლება მძიმე კოშკურა ამწის დადგმა – გრუნდი ჩაიჭრება და ტექნიკა გადაყირავდება. უკანა გაბარიტების არასწორად გათვლამ შესაძლოა დააზიანოს მიმდებარე ინფრასტრუქტურა. შეუსაბამო ელექტროენერგიის წყაროს გამოყენება კი თითქმის ყოველთვის მართვის ელექტრონული სისტემების მწყობრიდან გამოსვლით მთავრდება. ექსპერტის მიერ ამწის ინდივიდუალური პროექტირება საწყის ეტაპზე ამ რისკებს თავიდან აგარიდებთ.

გაქვთ შეკითხვები?

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით