სამშენებლო ინდუსტრიაში ტექნიკის რეპუტაციას დიდწილად შესრულებული პროექტების სირთულე და მასშტაბი განსაზღვრავს. 1928 წლიდან მოყოლებული, ფრანგული ბრენდი პოტაინი (POTAIN) ინდუსტრიაში მაღალ სტანდარტებთან და ინოვაციებთან ასოცირდება ითვლება.
დღეს პოტაინის პროდუქციაზე ხელი ქართველ დეველოპერებსაც მიუწვდებათ, საქართველოში ფრანგული ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი, კომპანია ბილდვეის დახმარებით. კომპანია ადგილობრივ ბაზარს მწარმოებელი ქარხნის გარანტიასა და სრულ ტექნიკურ მხარდაჭერასაც სთავაზობს.
პოტაინის ტექნიკა მსოფლიოს უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოიყენება, მათ შორის: იტალიაში გრავანიას ვიადუკის აღდგენა და მილანის ინოვაციების რაიონის (MIND) მშენებლობა, საუდის არაბეთში რიადის მეტროს მშენებლობა და ინდოეთის უდიდესი აეროპორტის, Noida-ს მშენებლობა, რომელიც სულ ახლახანს, 2026 წლის 28 მარტს გაიხსნა.
აი 5 მიზეზი, თუ რატომ ირჩევენ პოტაინის მძიმე სამშენებლო ტექნიკას მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებისთვის:
#1 სივრცის ეფექტიანი ათვისება
პოტაინს დიდი არჩევანი აქვს კოშკურა ამწეების, რომელიც სხვადასხვა ტიპის სამშენებლო პროექტებზეა გათვლილი. კატალოგი გათვლილია მოერგოს თანამედროვე ურბანულ საჭიროებებს, მჭიდრო განაშენიანებას, ლიმიტირებულ ელექტროენერგიის წყაროებს, რთულ რელიეფს და ა.შ. მაგალითად, MCT სერიის ბრტყელთავიანი (Flat Top) მოდელები ტრადიციული დამჭიმების გარეშე მზადდება. დიზაინი სამუშაო სივრცეს მკვეთრად ზოგავს და დეველოპერს საშუალებას აძლევს რამდენიმე მექანიზმი პარალელურად გამოიყენოს ერთ მოედანზე.
#2 დროის მაქსიმალური ოპტიმიზაცია
დრო სამშენებლო პროექტის ყველაზე ძვირფასი რესურსია. მნიშვნელოვანია ამწის პროექტირებამ, მონტაჟმა და დემონტაჟმა რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯოს. Igo სერიის კომპაქტური მოდელები სწორედ იმაზეა გათვლილი, მაქსიმალურად შეამციროს მცირე და საშუალო ზომის ობიექტებზე საოპერაციო დრო. ტექნიკა, როგორც წესი, ერთ დღეში იწყობა და ინტენსიური დატვირთვისთვის მზადაა. მოწინავე ელექტრონული სისტემები ოპერატორს ტვირთის ზუსტად გადაადგილებაში ეხმარება. პოტაინის ინჟინრებმა წონის გადანაწილების სპეციფიკაც დეტალურად გათვალეს. ნებისმიერი კოშკურა ამწე დატვირთვას 4.5-მეტრიან პერიმეტრზე შლის. მიდგომა გრუნტს დაზიანებისა და დიფერენციალური ჯდენისგან საიმედოდ იცავს.

#3 ევროპული სტანდარტები, ოფიციალური გარანტია და ქარხნული პასუხისმგებლობა
მაღალტექნოლოგიური ამწე ობიექტის უსაფრთხოები მხოლოდ ერთი მცირე ასპექტია. სამშენებლო ტექნიკის ქირაობისას ოფიციალური ქარხნული გარანტია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არაავტორიზებული ტექნიკის გამოყენება პროცესს კრიტიკული საფრთხეების წინაშე აყენებს. ვალიდური შემოწმების აქტის გარეშე მომუშავე მობილური ამწე პირდაპირ ემუქრება პერსონალის სიცოცხლეს. პოტაინის ქარხანა პირდაპირ იღებს პასუხისმგებლობას ტექნიკის მომსახურებაზე ყველა ბაზარზე, სადაც შედის. საქართველო გამონაკლისი არაა – ბილდვეის ინჟინრებმა პროფესიულ გადამზადება საფრანგეთის ქარხანაში გაიარეს. პოტანის ამწეების მომსახურება ყოველთვის იმ პროფესიონალების ხელშია, რომლებმაც ცოდნას უშუალოდ მწარმოებელ ბაზაზე მიიღეს. კვალიფიციური კადრების მუდმივი ჩართულობა და უშუალოდ ქარხნის პროცესში მონაწილეობა ამყარებს ნდომას მომხმარებლების მხრიდან.
#4 ფოკუსი ტექნოლოგიურ ინოვაციებზე
პოტაინისთვის ინოვაცია მარკეტინგული ტერმინი არაა. პოტაინი ინოვაციებს კონკრეტულ საინჟინრო გადაწყვეტებში ნერგავს და ამ მიდგომით ბრენდი სამუშაო პროცესს პირდაპირ ამარტივებს. ასეთი გადაწყვეტაა CCS (Crane Control System) – მართვის ერთიანი, ინტელექტუალური ელექტრონული სისტემა, რომელიც ოპერატორს მოძრაობის მაქსიმალური სიზუსტის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. სისტემა ტვირთის პარამეტრებს ითვლის და ადამიანური შეცდომის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. მეორე მნიშვნელოვანი ინოვაციაა Cab-IN ტექნოლოგია – ანძის შიდა ინტეგრირებული ლიფტი. მექანიზმის დახმარებით ოპერატორს აღარ უწევს ათეულობით მეტრზე ასვლა, რაც ზოგავს დროს და საგრძნობლად ზრდის სამუშაო გარემოს უსაფრთხოებას.
#5 ინვესტიციის უსაფრთხოება და მაღალი ლიკვიდურობა
მსხვილი სამშენებლო კომპანიებისთვის ტექნიკა გრძელვადიანი ფინანსური აქტივია. პოტაინის კიდევ ერთი პრაგმატული უპირატესობა ტექნიკის მაღალი ნარჩენი ღირებულებაა. საუკეთესო ხარისხის მეტალურგია და კონსტრუქციული სიმტკიცე მექანიზმებს მუშა მდგომარეობაში ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებს. ამიტომ, მეორად ბაზარზე პოტაინის ამწეები მუდმივად მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. პროექტის დასრულების შემდეგ, თუ საჭიროება დაინახა, დეველოპერს მარტივად და სწრაფად შეუძლია აქტივის რეალიზაცია, თან სხვა ბრენდებთან შედარებით საწყისი ფინანსების შედარებით დიდი ნაწილის სანაცვლოდ.
სამშენებლო პროცესის უწყვეტობა სწორად შერჩეულ საინჟინრო გადაწყვეტილებებზე დგას. ბილდვეი და პოტაინი ქართულ ბაზარზე უსაფრთხოებისა და ხარისხის ახალ სტანდარტს ქმნიან. ფრანგული ტექნოლოგიები ყველაზე რთულ საინჟინრო ამოცანებსაც მარტივად ართმევს თავს. ტექნიკის მაღალი ხარისხი და 24/7-ზე ხელმისაწვდომი ტექნიკური მომსახურება ევროპაში გადამზადებული ინჟინრებისგან სამშენებლო პროექტების წარმატებაში საკვანძო როლს თამაშობს.




Comments are closed