სამშენებლო პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვისას ტექნიკის მართვის სწორი სტრატეგია გადამწყვეტ როლს თამაშობს. ინდუსტრიის სპეციალისტები ხშირად 65%-იანი დატვირთვის პრინციპით ხელმძღვანელობენ.
როდესაც ტექნიკა ობიექტზე ხელმისაწვდომი დროის 65%-ზე ნაკლებ ხანს მუშაობს, კომპანიებისთვის ტექნიკის იჯარით აღება უფრო მომგებიანად ითვლება.
ერთჯერადი პროექტების ან ეპიზოდური დატვირთვის დროს ძვირადღირებული ფიზიკური აქტივის შეძენა ფინანსურად წამგებიანია. ასეთ შემთხვევებში ამწეს ქირაობა ბევრად პრაქტიკული და ეკონომიური ნაბიჯია.
საიჯარო მოდელი ბაზრის არასტაბილურობასა და ცვლილებებს ყველაზე ეფექტიანად პასუხობს. ამწე კრანის ქირაობა პროექტებისთვის ინდივიდუალურ მიდგომას ამარტივებს. დეველოპერებისთვის უფრო მარტივია ზუსტად იმ მოდელის არჩევა, რომელიც კონკრეტულ საინჟინრო მოთხოვნებს შეესაბამება. თუმცა, ამ შემთხვევაში ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტზე პასუხისმგებლობა სრულად პროვაიდერმა უნდა აიღოს. სანდო ამწეების კომპანიასთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ დეველოპერს აღარ უნდა სჭირდებოდეს მასიური ტექნიკის დასაწყობებაზე ან ლოგისტიკაზე ფიქრი.
სანდო პროვაიდერი ამწის მოდელის გაქირავებამდე აუცილებლად შემოგთავაზებთ წინასწარ აუდიტს. ამწის წინასწარი პროექტირება აუცილებელია ინდუსტრიულ რისკების მინიმუმამდე დასაყვანად. ლოკაციის წინასწარი შესწავლის გარეშე მძიმე ტექნიკის დადგმა გრუნტს აზიანებს. შეუსაბამო ელექტროენერგიის წყაროს გამოყენება კი მართვის ელექტრონულ სისტემებს აფუჭებს. საინჟინრო ჯგუფი კი ობიექტის რელიეფს ზუსტად აფასებს და გასცემს რეკომენდაციას ოპტიმალურ მოდელებზე, რაც დეველოპერს შეუსაბამო ტექნიკის დამონტაჟების საშიშროებას თავიდან არიდებს.
ბილდვეი საქართველოში ფრანგული გიგანტის, პოტაინის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ბრენდი ცნობილია ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებითა და წარმოების მაღალი ხარისხით.
ბილდვეი ქართველ დეველოპერებს პოტაინის კოშკურა ამწეების დიდ არჩევანს სთავაზობს, რაც ამარტივებს სხვადასხვა ტიპის პროექტისთვის ოპტიმალური ამწის ყიდვასა თუ ქირაობას. ურბანული განაშენიანების პირობებში სამშენებლო კომპანიები ადგილის დასაზოგად კომპაქტურ, თვითმწყობად მოდელებს იყენებენ. მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის კი დეველოპერები მძლავრ სისტემებს ირჩევენ.
პოტაინის მობილური ამწის დაქირავებისას ბილდვეისთან თანამშრომლობა გიცავთ არაავტორიზებული, შეუმოწმებელი ტექნიკის გამოყენებისგან.
ბილდვეი გაყიდვა-გაქირავების პარალელურად სრულ ტექნიკურ მომსახურებასაც თავის თავზე იღებს. ბილდვეის ტექნიკური გუნდი თვეში ერთხელ ობიექტის რეგულარულ დიაგნოსტიკას ატარებს, რაც დაზიანებების საწყის ეტაპზე გამოვლენას აადვილებს. ხოლო თუ მშენებლობის პროცესში მოულოდნელი ხარვეზები გამოვლინდა, ყოველთვის შესაძლებელია საინჟინრო გუნდთან დაკავშირება. გუნდი 24/7-ზე პასუხობს გამოძახებას და ობიექტზე მისასვლელად საშუალოდ 2 საათი სჭირდება
ბილდვეის საქართველოშივე, სოფელ აღაიანთან აქვს სათადარიგო ნაწილების საწყობი და ტექნიკის მუდმივი გამოფენა – ბილდვეი ექსპო – ამიტომ უცხოეთიდან დეტალების გამოწერასა და ლოდინზე დრო არ იკარგება. ეს უზრუნველყოფს დაზიანებული ნაწილების სწრაფად განახლებას. დეტალები მხოლოდ ორიგინალი, პოტაინის წარმოების ალტერნატივით იცვლება.
კომპანიის 24-საათიანი ამწის სერვისები გათვლილია მაქსიმალურად შეინარჩუნოს მშენებლობის პროცესის უწყვეტობა. ბილდვეის ინჟინრები გადამზადებას უშუალოდ პოტაინის ქარხანაში გადიან.
ბილდვეი უშუალოდ პოტაინის ქარხანასთან თანამშრომლობს, რაც ტექნიკასთან დაკავშირებული რისკების სწორი მართვას ბევრად აადვილებს. გადამზადებული სპეციალისტები და ორიგინალი ქარხნული ნაწილების ადგილზე ქონა კი შექმნილი პრობლემების უმოკლეს დროში ხარისხიანად მოგვარების მთავარი საფუძველი. აღნიშნული ფაქტორების გამო მეორადი ამწეების ქირაობა დეველოპერისთვის სანდო და ხარჯთეფექტიანი პროცესია.