ამწის ბრენდი, რომელიც მსოფლიოს ურთულეს პროექტებს აშენებს უკვე საქართველოშია

თანამედროვე ურბანული განაშენიანება განსაკუთრებულ ტექნიკურ სიზუსტეს მოითხოვს. სამშენებლო პროექტის წარმატება დღეს მძიმე ტექნიკაზეა დამოკიდებული, ტექნიკის სანდოობას კი მაღალი ხარისხი და მრავალწლიანი რეპუტაცია უნდა ამყარებდეს. ფრანგული ბრენდი პოტაინი (POTAIN) უკვე თითქმის ასი წელია, 1928 წლიდან აწარმოებს მძიმე სამშენებლო ტექნიკას და ერთ-ერთ გლობალურ ლიდერად ითვლება ინდუსტრიაში. 

დღეს კი, კომპანია ბილდვეისთან ექსკლუზიური პარტნიორობის საფუძველზე, პოტაინის ტექნიკა ქართული სამშენებლო სექტორისთვისაც ხელმისაწვდომია.

ბილდვეი ქართველ დეველოპერებს მრავალფეროვან მოდელებს სთავაზობს, რომლებიც გათვლილია პროექტის მასშტაბის მიუხედავად, ყველა ამოცანას ერთნაირი სიზუსტით გაართვას თავი. 

კოშკურა ამწის ტექნიკური გამართულობა პირდაპირ მოქმედებს სამუშაოების ტემპსა და უსაფრთხოებაზე. ამიტომ პროექტისთვის მხოლოდ შესაბამისი მოდელის ამწის დაქირავება თუ ყიდვა არ კმარა – მნიშვნელოვანია ვისგან ყიდულობს ან ქირაობს ამწეს დეველოპერი.

არაავტორიზებული ან გაურკვეველი ისტორიის მქონე ტექნიკის გამოყენება სერიოზულ ინდუსტრიულ საფრთხეებს ქმნის. გაუმართავი მექანიზმები ხშირად აფერხებს სამუშაო პროცესს და პირდაპირ რისკს უქმნის პერსონალის სიცოცხლეს. როცა საქმე ეხება ისეთ ტექნიკას, როგორიცაა კოშკურა თუ მობილური ამწე, სატვირთო ლიფტი ან სხვა მძიმე ტექნიკა, სამშენებლო კომპანიამ აუცილებლად მწარმოებლის ოფიციალურ პარტნიორთან უნდა ითანამშრომლოს. 

ამგვარი პარტნიორობა ნიშნავს, რომ ტექნიკის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებლობას იღებს არა შუამავალი, არამედ უშუალოდ მწარმოებელი ქარხანა. დეველოპერი იღებს ქარხნულ გარანტიას, რომელიც მაქსიმალურად აზღვევს ტექნიკური ხარვეზების გამო მშენებლობის შეჩერებისგან. 

ბილდვეის ინჟინრები პროფესიულ გადამზადებას საფრანგეთში, უშუალოდ პოტაინის ქარხანაში გადიან. მათ ზუსტად იციან როგორ ოპერირებენ პოტაინის ამწეები და რას უნდა მიაქციონ ყურადღება. ევროპაში სერტიფიცირებული გუნდი რეგულარულად, თვეში ერთხელ ობიექტზე ტექნიკურ ინსპექციას ატარებს. 

თუ დიაგნოსტიკის დროს ხარვეზი გამოვლინდა, ინჟინრები მაშინვე იწყებენ ამწის აღდგენა-განახლებაზე მუშაობას. კომპანიას საქართველოშივე აქვს სათადარიგო ნაწილების საწყობი, ამიტომ უცხოეთიდან დეტალების ჩამოტანის ლოდინი არ სჭირდება და ამწეც უმოკლეს დროში ბრუნდება სამშენებლო ობიექტზე. 

მართალია რეგულარული დიაგნოსტიკა ნიშნავს, რომ ხარვეზების უმეტესობა საწყის ეტაპზევე ვლინდება, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა პრობლემა მომენტალურად გაჩნდეს, თან ყველაზე მოუხერხებელ დროს. ამიტომ ბილდვეი მომხმარებლებს 24/7-ზე ხელმისაწვდომ ამწის მომსახურებასაც სთავაზობს. გამოძახების შემთხვევაში საინჟინრო გუნდი დაუყოვნებლივ მიდის ობიექტზე, თუნდაც ღამის 3 საათზე ოფიციალურ დასვენების დღეს.

მშენებლობა რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია. არასანდო პარტნიორის შერჩევა ხშირად უხარისხო ტექნიკას, გაუთვალისწინებელ პრობლემებს, დარღვეულ ვადებსა და ფინანსურ ზარალს ნიშნავს. ბილდვეის ოფიციალური პარტნორობა პოტაინთან და კვალიფიციური საინჟინრო მხარდაჭერა ამ რისკების მინიმიზაციას ემსახურბეა. ბილდვეის მომსახურება გათვლილია დაეხმაროს სამშენებლო კომპანიებს ნებისმიერი სირთულის პროექტი დათქმულ დროში, ხარისხიანად და სრული უსაფრთხოების დაცვით დაასრულონ.

Comments are closed