ამწის მონტაჟი და დემონტაჟი

img

თანამედროვე სამშენებლო პროცესში დროის მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ტექნიკის გაჩერების გამო მშენებლობის დაპაუზება ფინანსური ზარალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა სწორ საინჟინრო გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. 

დეველოპერები ტექნიკის ქირაობისას რისკებს ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ. მაგალითად, არასწორ პერიმეტრზე ამონტაჟებენ ამწის შეუსაბამო მოდელს ან თვითნებურად ანაცვლებენ მშენებლობის მსვლელობისას. მოუმზადებელ გრუნტზე ტექნიკის თვითნებური ჩანაცვლება ნიადაგის ჩაჭრასა (Punching Shear) და გადაყირავებას იწვევს. იმისთვის, რომ ამწის მოდელი სწორად შეირჩეს საწყის ეტაპზევე აუცილებელია პროფესიონალური ამწის სერვისებით სარგებლობა, რომელიც შესაბამის პროფესიულ საინჟინრო აუდიტსა და კოშკურა ამწის პროექტირებას გთავაზობს.

img
img
img

პროფესიონალური ამწეების მონტაჟი: ტექნიკური აუდიტი და მოდელის შერჩევა

ინსტალაციამდე ინჟინერი რელიეფს აფასებს. სპეციალისტი ითვალისწინებს სამშენებლო გარემოს, გარშემო განლაგებულ შენობებს და განთავსების ოპტიმალურ გეგმას ადგენს. მაგალითად, Igo სერიის მოდელები დატვირთვას 4.5-მეტრიან პერიმეტრზე ანაწილებს. MCT სერია კი სიმძიმეს ვიწრო, 1.6-მეტრიან ბაზაზე აკონცენტრირებს. 

სამუშაო ჯგუფი მობილური კრანის დახმარებით აწყობს კონსტრუქციას. პროცესში, შენობის სიმაღლის მატებასთან ერთად, ინჟინრები ამატებენ სექციებს და ზრდიან კონსტრუქციას. პროცესი მკაცრ ექსპერტულ მიდგომას მოითხოვს.

ამწეების ტექნიკური მომსახურება

უწყვეტი სამუშაო პროცესისთვის გადამწყვეტი ფაქტორი სწრაფი რეაგირებაა. ბილდვეი საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ამწეების კომპანიაა, რომელიც 24/7 რეჟიმში ემსახურება სამშენებლო ობიექტებს. გამოძახების დროს, სამუშაო ჯგუფი ადგილზე საშუალოდ ორ საათში ცხადდება. 

ამასთან, ბილდვეის საქართველოშივე, სოფელ აღაიანთან აქვს მასშტაბური ბაზა – ბილდვეი ექსპო – სადაც ორიგინალი ამწის სათადარიგო ნაწილების საწყობია განთავსებული. ბილდვეის გუნდს არ სჭირდება დაზიანებული დეტალების უცხოეთიდან გამოწერერა და ჩამოსვლის ლოდინი, ამიტომ პრობლემას სტანდარტულზე მოკლე დროში აგვარებს. 

ამწის შეკეთება და განახლება სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ტექნიკოსი კამერით აფიქსირებს დაზიანებას, მაგალითად გაცვეთილ ტროსს. შემდგომ აყენებს ახალს და შედეგს ისევ ფოტოზე ასახავს. მსგავსი მიდგომა კლიენტს უდასტურებს, რომ ტექნიკას ნამდვილად ჰქონდა ხარვეზი და გამოცვლას საჭიროებდა.

ავარიების პრევენციის მიზნით, გუნდი მშენებლობის პროცესში, თვეში ერთხელ სრულ დიაგნოსტიკასა და ინსპექტირებას ატარებს. აღსანიშნავია, რომ ინჟინრებს სპეციალური სერტიფიცირება უშუალოდ ევროპაში, პარტნიორი კომპანია პოტაინის ქარხანაში აქვთ გავლილი. მათი მაღალი კვალიფიკაცია ხარვეზების დროულად აღმოჩენისა და დაზიანებული ტექნიკის რესტავრაციის პირდაპირი გარანტიაა.

ფრანგული ბრენდი პოტაინი (POTAIN) ინდუსტრიის გლობალური ლიდერია. ტექნიკა ინოვაციური დიზაინით და დაბალი ენერგომოხმარებით გამოირჩევა. მათი ამწეების დიზაინი პარალელურ რეჟიმში რამდენიმე მექანიზმის უსაფრთხოდ ოპერირების საშუალებას იძლევა. აღნიშნული უპირატესობების გამო, მაღალი კლასის პროექტებზე პოტაინის კოშკურა ამწეები განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნით სარგებლობს.

ბილდვეი საქართველოში პოტაინის ექსკლუზიური პარტნიორია. ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსი უზრუნველყოფს დეველოპერებისთვის უშუალოდ პოტაინის ქარხნის პირდაპირ მხარდაჭერას. პოტაინის ამწეები პრემიუმ ხარისხისაა და გათვლილია მინიმალური შეფერხებით მუშაობაზე. მწარმოებლის ევროპული სტანდარტები და ბილდვეის მხრიდან რეგულარული დიაგნოსტიკა დეველოპერს ფინანსური რისკებისგან მაქსიმალურად იცავს. 

პროფესიონალური ამწეების დემონტაჟი

მშენებლობის დასრულების შემდეგ მექანიზმის დაშლის დრო დგება. სპეციალისტები კომპონენტებს მწარმოებლის მიერ დადგენილი სპეციფიკური თანმიმდევრობით შლიან. წესების მკაცრი დაცვა სტრუქტურის სტაბილურობას ბოლო წუთამდე ინარჩუნებს. მასშტაბური მოდელების უსაფრთხოდ გატანას საშუალოდ 2-3 დღე სჭირდება. 

არაავტორიზებული ტექნიკითა და არაპროფესიონალი სერვისებით სარგებლობა ქმნის დიდ რისკებს სამუშაო პროცესის მსვლელობისა და სამშენებლო ჯგუფის უსაფრთხოებისთვის. ვალიდური შემოწმების აქტის არმქონე მექანიზმი უკეთეს შემთხვევაში პროექტს აფერხებს, ხოლო უარესში კი – პერსონალის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. ბილდვეისთან პარტნიორობა და პოტაინის ორიგინალი ტექნიკის გამოყენება კი უსაფრთხო, სწრაფი და ზუსტი სამშენებლო პროცესის საიმედო საყრდენია.