კოშკურა ამწის გამართული მუშაობა სამშენებლო პროექტის წარმატებისთვის საკვანძო საკითხია. ინტენსიური დატვირთვისას უმაღლესი ხარისხის ამწესაც კი შეიძლება ტექნიკური ხარვეზები გაუჩნდეს. ასეთი შემთხვევების დროს სწრაფი და კვალიფიციური ჩართულობა აუცილებელია. კვალიფიციაური ინჟინრების ჩატარებული ამწის რეკონსტრუქცია, რომელიც ტექნიკის სრულფასოვან აღდგენას გულისხმობს, დეველოპერს თავიდან ირიდებს სამშენებლო ვადების დარღვევით გამოწვეულ ფინანსურ ზარალს.
დაზიანების აღმოფხვრის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ საინჟინრო კომპეტენციაზე, არამედ შესაბამის ინფრასტრუქტურაზე წვდომაზეც. ბილდვეის სერვისები 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია. ინჟინრები ობიექტზე გამოძახებიდან საშუალოდ 2 საათში მიდიან, შაბათ-კვირისა და სადღესასწაულო დასვენების დღეებზეც. ზუსტი დიაგნოსტიკა და ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო რესურსებზე მუდმივი წვდომა კი საშუალებას იძლევა, ამწე სამშენებლო პროცესს უმოკლეს დროში დაუბრუნდეს.
იმისთვის, რომ მძიმედ დაზიანებული ტექნიკა მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს, ბილდვეიმ კომპანიების, ტორქისა და BQ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში სოფელ აღაიანის მიმდებარედ ბილდვეი ექსპოს (Buildway Expo) ტერიტორიაზე “ამწის ლაბორატორია” გახსნა.
ბილდვეი ექსპო სამშენებლო ტექნიკის, მასალებისა და სერვისების რეგიონალური ჰაბია. როცა პრობლემის ობიექტზე გადაჭრა ვერ ხერხდება, ინჟინრებს აგრეგატი აღაიანის ბაზაზე მიაქვთ. ლოკაციაზე განთავსებულია ერთიანი ტექნიკური ბაზა, სადაც მოწყობილია სათადარიგო ნაწილების საწყობი და ამწეების რეკონსტრუქციისთვის ოპტიმიზებული ტერიტორია.
სამშენებლო სექტორში ტექნიკის განახლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა პროცესის დროში გაწელვაა. ბევრ კომპანიას არ აქვს სათადარიგო ნაწილების საწყობი – დეტალები უცხოეთიდან უნდა გამოიწერონ და მხოლოდ მას შემდეგ ახერხებენ მუშაობის დაწყებას, როცა შეკვეთა საქართველოში ჩამოდის.
აღაიანის ბაზის სათადარიგო ნაწილების საწყობი კი ამწეების შეკეთების დაუყოვნებლად შეკეთების საშუალებას იძლევა. ჩასანაცვლებელი დეტალები უკვე საქართველოშია და ამწეების გაკეთება ადგილზე არსებული რესურსით, ზედმეტი ლოდინის გარეშე მიმდინარეობს. მექანიზმი სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ექსპლუატაციას უბრუნდება.
იმისთვის, რომ დეველოპერმა ყოველთვის დაცულად იგრძნოს თავი, ინჟინრები სარემონტო პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ჩასანაცვლებელ დეტალებს ფოტოებს უღებენ. დამკვეთი ყოველთვის იღებს ვიზუალურ მტკიცებულებას, თუ რა შეიცვალა, რატომ და როგორ.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო პროექტის საწყისი ეტაპიდან ბილდვეისთან თანამშრომლობა ამწეს შეკეთების საჭიროებას მნიშვნელოვნად ამცირებს. ბილდვეი ამწის პროექტირების ეტაპიდან ერთვება პროცესში და მშენებლობის მიმდინარეობისას ყოველთვიურად ამოწმებს მექანიზმის გამართულ მუშაობას.
ბილდვეის ინჟინრებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ საქართველოს ბაზარზე ყველა წამყვანი ბრენდის ტექნიკასთან. გარდა POTAIN (ბილდვეის ოფიციალური პარტნიორი) და BQ-სა, ისინი რეგულარულად მუშაობენ Zoomlion, XCMG, Comansa-ს მოდელებთან. მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდილება პრობლემის ზუსტ და დროულ აღმოფხვრას უწყობს ხელს.
აღდგენილი მექანიზმი უმოკლეს დროში ბრუნდება სამშენებლო მოედანზე. ინჟინრები ამწეს თავიდან ამონტაჟებენ და რწმუნდებიან, რომ კონსტრუქცია მზადაა მუშაობაში უსაფრთხოდ ჩაერთოს.
ბილდვეის ამწის შეკეთება-რეკონსტრუქციის მთავარი მიზანია, დაზიანებული ტექნიკა ოპერატიულად დააბრუნდეს ექსპლუატაციაში. სათადარიგო დეტალების ადგილობრივი საწყობი, კვალიფიციური, გამოცდილი საინჟინრო გუნდი და 24/7 მზაობა რეკონსტრუქციის პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს.