ამწეები ბათუმში, ქუთაისში და რეგიონებში

img Buildway-ს ამწეების გაქირავება ბათუმში, ქუთაისში და რეგიონებში

სამშენებლო პროექტის დაგეგმვისას ტექნიკის სწორი შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სტაბილურად წარმატებული კომპანიები ყველაზე ხშირად 65%-იანი დატვირთვის პრინციპით ხელმძღვანელობენ. 

ეს ნიშნავს, რომ თუ კომპანია ტექნიკას მისი პორტფოლიოს სამშენებლო ვადების 65%-ზე ნაკლები სიხშირით ტვირთავს, ქირაობა ფინანსურად უფრო მომგებიანია, ვიდრე ყიდვა. ერთჯერადი და ეპიზოდური დატვირთვის პირობებში იჯარა ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. გრძელვადიანი და ინტენსიური პროექტების შემთხვევაში კი, პირიქით, ტექნიკის შეძენა სრულად გამართლებული ინვესტიციაა.

img
img
img

ამწის ქირაობა დეველოპერს საშუალებას აძლევს უფრო მოქნილად იმოქმედოს. მაგალითად, პროექტის მიხედვით აირჩიოს სხვადასხვა მოდელი რომელიც კონკრეტულ საინჟინრო მოთხოვნებს ერგება. თუმცა ქირაობისას დიდი მნიშვნელობა აქვს პროვაიდერ კომპანიას. იმისთვის, რომ დეველოპერს ქონდეს სრული გარანტია, რომ ნამდვილად ხარისხიან და სრულად გამართულ ტექნიკას ქირაობს, საჭიროა ავტორიზებულ დილერთან თანამშრომლობა. ავტორეზებული დილერის ტექნიკას მოყვება ოფიციალური ქარხნის გარანტიას და, როგორც წესი, კლიენტებს სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს. ამ მოდელით ოპერირებს კომპანია ბილდვეი, რომელიც საქართველოში ფრანგული ამწეების გიგანტის პოტაინის (POTAIN) ექსკლუზიური პარტნიორია.

მჭიდრო ურბანული განაშენიანების პირობებში ტექნიკის უსაფრთხოება განსაკუთრებით საყურადღებოა. მაგალითად, დღესდღეობით ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს ამწე ბათუმში. განსაკუთრებით, ცენტრში განაშენიანება არა უბრალოდ მჭიდროა, არამედ პარალელურად ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი ამწის ქირაობა, რომელიც სხვა სამშენებლო ტექნიკის პარალელურად ვიწრო სივრცეში და რთულ რელიეფზე იმუშავებს.

არაავტორიზებული ტექნიკის გამოყენება გაუმართაობისა და საინჟინრო შეცდომების რისკებს ზრდის. ისეთი მძიმე ტექნიკის გამოყენება, რომელსაც მწარმოებლის ვალიდური შემოწმების აქტის არ აქვს, ადამიანებს პირდაპირ საფრთხეს უქმნის. 

რადგან ბილდვეი პოტაინის ოფიციალური პარტნიორია, ტექნიკის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებლობას პირდაპირ ქარხანა იღებს. ბილდვეისგან ტექნიკის ქირაობის ან შეძენის პროცესს ყოველთვის თან ახლავს სრული საინჟინრო მხარდაჭერა და პროფესიონალური ამწის მომსახურება, რომელიც 24/7 რეჟიმში ხელმისაწვდომია. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ინჟინერთა გუნდი ობიექტზე გამოძახებიდან რამდენიმე საათში მიდის, რაც დღეს საქართველოს ბაზრისთვის იშვიათობაა. განსაკუთრებით, თუ დეველოპერი ეძებს ამწე კრანის გაქირავებას ქუთაისში, გორში, თელავში თუ სხვა რეგიონულ ქალაქებში. 

პარტნიორობის ფარგლებში, ბილდვეის ინჟინერთა გუნდი საფრანგეთში, პოტაინის ქარხანაში გადის გადამზადებას. ხოლო დაზიანების შემთხვევაში,  პოტაინის ამწეები უმოკლეს დროში უბრუნდება სამშენებლო პროცესს, რადგან კომპანიას სათადარიგო ნაწილების საწყობი საქართველოში აქვს მოწყობილი და უცხოეთიდან გამოწერაზე დროს არ კარგავს. ადგილობრივი მარაგი ამცირებს მოლოდინის დროს და იცავს მშენებლობის უწყვეტობას.

არ აქვს მნიშვნელობა როგორი პროექტისთვის ეძებს დეველოპერი კოშკურა ამწეს. იქნება ეს ინტენსიური პროექტისთვის ტექნიკის ყიდვა რეგიონებში თუ ეპიზოდური დატვირთვისთვის ამწეს თბილისში ქირაობა, ბილდვეის სერვისი ყველა ტიპის მშენებლობის ტექნიკურ საჭიროებებს სრულად ფარავს.

არაავტორიზებული ტექნიკის გამოყენება გაუმართაობისა და საინჟინრო შეცდომების რისკებს ზრდის. ისეთი მძიმე ტექნიკის გამოყენება, რომელსაც მწარმოებლის ვალიდური შემოწმების აქტის არ აქვს, ადამიანებს პირდაპირ საფრთხეს უქმნის.