კოშკურა ამწეების ყიდვა

img Buildway - POTAIN-ის ოფიციალური დილერია საქართველოში

პოტაინი (POTAIN) 1928 წელს საფრანგეთში დაარსდა. 2001 წელს კომპანია Manitowoc-ის ჯგუფმა შეიძინა. დღეს ეს პარტნიორობა კოშკურა ამწეების წარმოების უპირობო გლობალური ლიდერია. 

კონკრეტულად პოტაინს მსოფლიოს მასშტაბით 100,000-ზე მეტი ერთეული კოშკურა ამწე უწარმოებია. ბრენდი ცნობილია ინოვაციური მიდგომებით, რომლებიც რთულ ობიექტებზე მაქსიმალურ წარმადობას უზრუნველყოფენ. მათ შორის თვითმწყობადი სისტემების პიონერული ტექნოლოგიებით.

ბილდვეი, პოტაინის (POTAIN) ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, ადგილობრივ დეველოპერულ სექტორს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი პარტნიორობა უზრუნველყოფს ტექნიკის შერჩევის პროცესის სრულ საინჟინრო მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით კრიტიკულია ვიწრო ურბანული განაშენიანების პირობებში. 

კოშკურა ამწეების ყიდვისა ან ქირაობის გარდა, ბილდვეის გთავაზობთ ამწის მომსახურების სერვისებს პროექტირებიდან დემონტაჟამდე და ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, რათა თქვენი პროექტი მაქსიმალურად შეუფერხებლად წარიმართოს.

img
img
img

თვითმწყობადი ამწეები (Self-Erecting / Igo სერია)

პოტაინის (POTAIN) თვითმწყობადი ამწეების Igo სერია ჰიბრიდული საინჟინრო სისტემაა: აერთიანებს მობილური ამწის ოპერაციულ სისწრაფესა და კოშკურა ამწის სიმძლავრეს. ინტეგრირებული ჰიდრავლიკური სისტემა და სატრანსპორტო ღერძები საშუალებას იძლევა ტექნიკა მინიმალურ დროში გაიშალოს.

ამ ტიპის კოშკურა ამწეების ყიდვა ან ქირაობა რეკომენდებულია შეზღუდული სამუშაო პერიმეტრის ობიექტებისთვის, რომლებზეც პრიორიტეტულია ადგილის დაზოგვა და მაღალი ენერგოეფექტურობა.

potain igo 15

Potain Igo 15

Potain Igo 15 მოდელი შემუშავდა ექსტრემალურად შეზღუდული სივრცეებისთვის. მონტაჟისთვის საჭირო ფართობი მხოლოდ 3.6 x 3.6 მეტრია. 22-მეტრიანი ისარი აღჭურვილია RVF 20 სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ისრის გლუვ როტაციას 1 rpm სიჩქარით, რაც კრიტიკულია მყიფე მასალების ზუსტი პოზიციონირებისას.

მუშაობს როგორც 400V/480V სამფაზიან, ისე 230V ერთფაზიან ქსელზე, მინიმალური 4.6 kVA სიმძლავრით. მიუერთდეს სტანდარტულ საყოფაცხოვრებო ქსელს სატრანსპორტო მდგომარეობაში სიგრძე 11.8-დან 14.5 მეტრამდე მერყეობს. აქვს ვიწრო ქუჩებში მანევრირების საშუალება.

Potain Igo 50

Potain Igo 50 სერიის ყველაზე მძლავრი წარმომადგენელია, 4 ტონამდე ტვირთამწეობით. 40-მეტრიან ისარს წვერზე 1.1 ტონამდე ტვირთის აწევა შეუძლია. 

მოდელის კონფიგურაცია იძლევა ისრის 8 ან 20 გრადუსით დახრის შესაძლებლობას, რაც კაუჭის სიმაღლეს 33.8 მეტრამდე ზრდის. 

იყენებს გალვანიზებულ დასაკეც ანძას. აქვს 4.5 x 4.5 მეტრიანი საყრდენი ფეხები, რომლებიც იშლება და იკეტება ჰიდრავლიკურად.  

სტაბილური ფუნქციონირებისთვის ამწე საჭიროებს 480V სამფაზიან კვებას, დაახლოებით 17 kVA სიმძლავრით.

Potain Igo 50
Potain Igo T 70 A

Potain Igo T 70 A

Potain Igo T 70 A ხსნის თვითმწყობადი ამწეების ფიქსირებული სიმაღლის პრობლემას – უნიკალური ტელესკოპური ანძის სიმაღლე პროექტის მსვლელობისას შეიძლება 15-დან 35 მეტრამდე გაიზარდოს.

მოდელი აღჭურვილია ინტეგრირებული ჰიდრავლიკური დერიკით (Hydraulic Ballasting Derrick). ეს ნიშნავს, რომ დისტანციური მართვის პულტით შეუძლია თავად, დამხმარე ტექნიკის გარეშე აწიოს და დააწყოს საკუთარი ბალასტი/კონტრ-წონები. 

დასაკეცი ფეხების გაშლა 4.5 x 4.5 მეტრია, თუმცა უკანა მობრუნების რადიუსი მხოლოდ 2.7 მეტრია, რაც ამწეს შეუცვლელს ხდის მჭიდრო განაშენიანების პირობებში.

360 გრადუსიანი ზედა მობრუნების ამწეები (Top-Slewing)

მაღალსართულიანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული მშენებლობებისთვის ბილდვეი გთავაზობთ 360 გრადუსიანი ზედა მობრუნების ამწეები (Top-Slewing) სისტემებს. ამ კატეგორიის კოშკურა ამწეების გაქირავება და ყიდვა რეკომენდებულია იმ პროექტებისთვის, სადაც პრიორიტეტულია დიდი მასშტაბები, სიმაღლე და ტვირთამწეობა ისრის ბოლო წერტილში.

Potain MC 120 (Hammerhead)

Potain MC 120 ტრადიციული “Hammerhead” დიზაინის ამწეა, ანძის თავით (“cat-head”) და დამჭიმებით. აღჭურვილია 60-მეტრიანი ისრით. აქვს 8 ტონა მაქსიმალურ ტვირთამწეობას. 

მოდელის 1.6 x 1.6 მეტრიანი ანძის სექციები იძლევა 44 მეტრამდე თავისუფლად დგომის (Freestanding) შესაძლებლობას ანკერების გარეშე. 

მოდელი ოპტიმალურია მასშტაბური ინდუსტრიული ობიექტებისთვის, სადაც წინასწარ არის გათვლილი ვერტიკალური დისტანცია სხვა პარალელურ ამწეებთან მიმართებაში.

Potain MC 120 (Hammerhead)
potain mct 185

Potain MCT 185

Potain MCT 185 შექმნილია სპეციალურად დატვირთულ უბრანულ ცენტრებში სამუშაოდ, სადაც გზების გადაკეტვა რთულია. 

მოდელის მაქსიმალური ტვირთამწეობა 8 ტონაა. 

მისი მთლიანი ზედა სტრუქტურა იშლება და თავსდება 5 სტანდარტულ სატრანსპორტო კონტეინერში, რაც რადიკალურად ამცირებს გადაზიდვის ხარჯებს. 

აწყობის პროცესი რეკორდულად მოკლეა და საშუალოდ 36 სამუშაო საათს მოითხოვს.

Potain MCT 205

Potain MCT 205 მაღალი წარმადობის 10 ტონის ტვირთამწეობის მოდელია, რომელიც თავსებადია როგორც 1.6მ, ისე 2.0მ ანძის სისტემებთან. 

1.6-მეტრიანი ანძის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ტექნიკის დამონტაჟება უშუალოდ ლიფტის შახტაში (შიდა ცოცვის სისტემა), რაც კრიტიკულად ზოგავს ადგილს სამშენებლო მოედანზე. 

მოდელი სტაბილურად მუშაობს 62 kVA სიმძლავრის წყაროზე. იდეალურია რკინა-ბეტონის ინტენსიური სამუშაოებისთვის მაღალსართულიან ობიექტებზე.

Potain MCT 205
Potain MCT 275

Potain MCT 275

Potain MCT 275 კატალოგის ფლაგმანია, რომელიც განკუთვნილია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

აქვს ორი ვერსია: 10 და 12 ტონიანი ტვირთამწეობით.

აღჭურვილია 70 მეტრიანი ისრით, თუმცა მასშტაბის მიუხედავად, უკანა კონსოლი (Counter-jib) მხოლოდ 17 მეტრია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მეზობელ შენობებთან შეჯახების რისკს მჭიდრო განაშენიანებაში. 

მაღალი წარმადობის გამო, სისტემა საჭიროებს 78-90 kVA სიმძლავრეს და მონტაჟამდე აუცილებელ ელექტრო-აუდიტს.

ავტორიზებული სერვისი და რისკების მართვა

სამშენებლო სექტორში ტექნიკის არასწორი საინჟინრო შერჩევა ზრდის ფიზიკურ და ფინანსურ რისკებს. 

მაგალითად, Igo სერიის ამწის თვითნებური ჩანაცვლება MCT მოდელით, ნიადაგის შესაბამისი მომზადების გარეშე, იწვევს ნიადაგის „ჩაჭრას“ (Punching Shear), დიფერენციალურ ჯდენას და ამწის სიმძიმის ცენტრის დაკარგვას, რაც გადაყირავების წინაპირობაა. 

კოშკურა ამწის ყიდვამდე საჭიროა სიღრმისეული პროფესიული საინჟინრო აუდიტი, რომელსაც უზრუნველყოფს სანდო ამწეების კომპანია

ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ისიც POTAIN-ის ოფიციალური გარანტიის არმქონე კოშკურა ამწეების გამოყენება ზრდის გაუმართაობის რისკებს, ინფრასტრუქტურისა თუ სიცოცხლის დაზიანების შანსებს.

ბილდვეის სერვის-პარტნიორი ტორქი (Torque) ერთადერთი ჯგუფია საქართველოში, რომლის ინჟინრებს კვალიფიკაცია გავლილი აქვთ უშუალოდ POTAIN-ის ქარხანაში, საფრანგეთში. თორქი გთავაზობთ 24-საათიან მხარდაჭერას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.

ჩვენს სერვისებზე დეტალური ინფორმაციისა და პროფესიული კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე +995 511 556 556.