ბილდვეი ექსპო აღაიანში

ამწეს ყველა სათადარიგო ნაწილი უკვე საქართველოში

img ბილდვეი ექსპო

სამშენებლო პროცესის უწყვეტობა და ფინანსური სტაბილურობა

სამშენებლო პროექტების წარმატებით მართვა დიდწილად მძიმე ტექნიკის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. დეველოპერებს მკაცრი ვადების დაცვა უწევთ, შესაბამისად, ტექნიკის თუნდაც მცირე ხნით გაჩერება პირდაპირ ფინანსურ ზარალს იწვევს. 

დღეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა სამშენებლო სექტორში ტექნიკის მოულოდნელი დაზიანება და შეკეთების პროცესის დროში გაწელვაა. კომპანიების უმეტესობას არ გააჩნია სათადარიგო ნაწილების ადგილობრივი ბაზა. ამიტომ, თუ კოშკურა ამწის შეკეთება დაზიანებული დეტალების ჩანაცვლებას მოითხოვს, პროცესი რამდენიმე კვირაც კი შეიძლება გაიწელოს – სერვისის პროვაიდერმა ჯერ საჭირო ნაწილები უცხოეთიდან გამოიწეროს, მის ჩამოტანასა და საბაჟოს გატარებას დაელოდოს, და უკვე შემდეგ დაიწყოს უშუალოდ ამწეზე მუშაობა.

img

Potain-ის ოფიციალური მხარდაჭერა და ქარხნული გარანტია

კომპანია ბილდვეი ძირეულად ცვლის საქართველოში ამწეების შეკეთების პროცესს. ბილდვეი ფრანგული ამწეების მწარმოებელი გიგანტ, პოტაინის (POTAIN) ექსკლუზიური პარტნიორია. ის უკვე სანდო პოზიციას იკავებს ადგილობრივ ბაზარზე – მწარმოებელთან პირდაპირი კავშირი ნიშნავს, რომ ტექნიკის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებლობას იღებს უშუალოდ ფრანგული ქარხანა და არა რომელიმე ადგილობრივი შუამავალი.

ამწის მწარმოებლის ოფიციალური მხარდაჭერა, ქარხნული გარანტია და ტექნიკური ბაზა ქმნის მყარ საფუძველს, რომ ტექნიკა გამართულად იმუშავებს, ხარვეზების მცირე რისკია, ხოლო თუ ამწეს რამე პრობლემა შეექმნა, კვალიფიცირებული ინჟინერი მას საწყის ეტაპზევე გამოავლენს და უმოკლეს დროში აღმოფხვრის. 

img
img
img

img
img

Buildway Expo - ამწეების სერვისი და სათადარიგო ნაწილები

იმისთვის, რომ დრო არ დაკარგოს საჭირო სათადარიგო დეტალების გამოწერაზე, კომპანიამ სოფელ აღაიანთან ბილდვეი ექსპო (Buildway Expo) - გახსნა. ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს:

01

სამშენებლო და მძიმე ტექნიკის მუდმივი გამოფენა-გაყიდვა

02

ამწეების სათადარიგო ნაწილების მასშტაბური საწყობი

03

„ამწის ლაბორატორია“ - თანამედროვე სარემონტო ბაზა

თუ ტექნიკის შეკეთება უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე ვერ ხერხდება, ინჟინრების გუნდს ის ამწის ლაბორატორიაში გადააქვს, სადაც ტექნიკის აღსადგენად საჭირო ყველა დეტალი უკვე ადგილზეა. ინჟინრები პირდაპირ პრობლემის აღმოფხვრაზე იწყებენ მუშაობას და ამწეს სამშენებლო ობიექტზე უმოკლეს დროში აბრუნებენ.

STEP

img

ევროპული სერტიფიცირება და გეგმური ინსპექცია

ბილდვეიში ამწის მომსახურებაზე ევროპაში სერტიფიცირებული ინჟინრების გუნდია პასუხისმგებელი. ბილდვეის ტექნიკური პერსონალი სპეციალურ პროფესიულ გადამზადებას უშუალოდ საფრანგეთში, პოტაინის ქარხანაში გადის. ბილდვეის ამწის სერვისები სამშენებლო ობიექტის გეგმურ ინსპექციასაც მოიცავს, რომელიც რეგულარულად თვეში ერთხელ ტარდება. საინჟინრო გუნდი ტექნიკას ამოწმებს, ხარვეზს უმეტეს შემთხვევებში საწყის ეტაპზევე ავლენს

ის, რომ ამწე კრანის ნაწილები საქართველოს ბაზაზეა სამშენებლო  და დეველოპერულ კომპანიებს მნიშვნელოვნად უმცირებს სამშენებლო პროცესის დაპაუზების რისკებს. აღაიანის ბაზის ტერიტორიაზე მუდმივად ინახება საჭირო სათადარიგო ნაწილები, ამიტომ გამოწერასა და ტრანსპორტირებაზე ზედმეტი დრო აღარ იხარჯება.

img
img
img

img
img
img

img

დროის დაზოგვა და 24/7 საინჟინრო სერვისი

ამასთან, ბილდვეის საინჟინრო სერვისი ხელმისაწვდომია 24-საათიან რეჟიმში, კვირაში შვიდი დღე (მათ შორის ოფიციალურ სადღესასწაულო პერიოდებშიც). საინჟინრო გუნდს საშუალოდ მხოლოდ 2 საათი სჭირდება ობიექტზე მისასვლელად, თუნდაც ღამის 3 საათზე შევიდეს ზარი. მუდმივი ტექნიკური მზადყოფნა ნიშნავს, რომ პოტაინის ამწეები სამუშაო პროცესს სტანდარტულზე ბევრად სწრაფად უბრუნდება, რაც სამშენებლო კომპანიებს პროექტის თავდაპირველი ვადების დაცვაში ეხმარება და ფინანსური ზარალისგან იცავს. 

ოფიციალური ქარხნის მხარდაჭერა, მაღალკვალიფიციური, მწარმოებლის ქარხანაზე გადამზადებული პერსონალი და გამართული ლოგისტიკა საიმედო სამუშაო გარემოს ქმნის. 

ბილდვეი ექსპოს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ფრანგული ბრენდის მაღალი ევროპული სტანდარტები დეველოპერებს პროცესების ეფექტიანად მართვაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათქმულ დროში დასრულებაში ეხმარება