სერტიფიცირებული ამწეები Potain და Grove

img მეორადი და ახალი ამწეები - Potain და Grove

მშენებლობის პროცესში მეორადი ამწეების გამოყენება ხარჯების ოპტიმიზაციის გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა, მსგავსი გადაწყვეტილების დროს ტექნიკის ხარისხი და წარმოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დეტალურად უნდა შემოწმდეს. სამშენებლო ინდუსტრიაში დროის ზუსტი მართვა, მაღალი წარმადობა და ობიექტის უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია. 

დღეს კოშკურა ამწეების გლობალურ წარმოებაში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ფრანგული პოტაინია (POTAIN). ამჟამად მსოფლიო მასშტაბით გამოყენებაშია ბრენდის წარმოებული ასი ათასზე მეტი ერთეული კოშკურა ამწე. მობილური ჰიდრავლიკური სისტემების მიმართულებით კი მოწინავე პოზიციებს ამერიკული გროუვი (Grove) იკავებს. ეს ტექნიკა რთულ რელიეფსა და მჭიდრო ურბანულ განაშენიანებაში მაღალი ენერგოეფექტურობით ოპერირებით გამოირჩევა. 

პოტაინისა და გროუვის მოდელები ხანგრძლივ და დატვირთულ მუშაობაზეა გათვლილი, ამიტომ მეორად ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე არჩევანია – დეველოპერებს დამსახურებულად სჯერათ, რომ ამ ბრენდების ამწეები გამოყენების შემდეგაც სრულიად სანდოა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათთან გარკვეული რისკები არაა დაკავშირებული.

img
img
img

მეორადი ამწეების თანმდევი საინჟინრო რისკები

ბაზარზე გადაუმოწმებელი, არაავტორიზებული ტექნიკის შეძენა ან დაქირავება დიდ საინჟინრო და ფინანსურ რისკებს ატარებს. მექანიზმების ტექნიკური ისტორიის არარსებობა, ფარული დეფექტები და მასალის ცვეთა ხშირად სამშენებლო პროცესის შეფერხების მიზეზი ხდება. 

ამ რისკების კონტროლის საუკეთესო გზა საიმედო პარტნიორთან თანამშრომლობაა. სანდო ამწეების კომპანია საინჟინრო შეცდომებისა და ფატალური შედეგების არიდებას თავის თავზე იღებს და სამშენებლო პროცესის მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარმართვაზეა პასუხისმგებელი.

ბილდვეი საქართველოში ფრანგული ბრენდი პოტაინისა და გროუვის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ის სერტიფიცირებულ მეორად ტექნიკას პირდაპირი ქარხნული მხარდაჭერით გასცემს. თუ დეველოპერს პოტაინის ან გროუვის ტექნიკის გამოყენება სურს, ბილდვეისთან პარტნიორობა დაიცავს არაავტორიზებული და შეუმოწმებელი ტექნიკის გამოყენების რისკებისგან. ბილდვეის ზურგს უშუალოდ მწარმოებელი ქარხანა უმაგრებს და ბრენდის კოშკურა ამწეების ყიდვას, განახლებას და სერვისს სრულად მისი ეგიდით ეწევა.

კოშკურა ამწის ყიდვა-გაქირავება ოფიციალური ქარხნული გარანტიით

ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენისას სწრაფ რეაგირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. პროფესიონალური ტექნიკური დიაგნოსტიკა და ოპერატიული ამწის სერვისები ტექნიკის სიცოცხლისუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. ბილდვეის საინჟინრო გუნდი 24/7 რეჟიმში მუშაობს და ობიექტზე გამოძახებიდან საშუალოდ ორ საათში ცხადდება. კომპანიის ინჟინრები გადამზადებას საფრანგეთში, უშუალოდ პოტაინის ქარხანაში გადიან, ამიტომ სიღრმისეულად ერკვევიან ბრენდის მოდელების სპეციფიკაში და უმოკლეს დროში აღმოფხვრიან პრობლემას. 

ამასთან, თუ რომელიმე დეტალი ჩანაცვლებას საჭიროებს, ინჟინრები მას მხოლოდ ორიგინალი, ქარხნული ნაწილებით ცვლიან. ეს პრაქტიკა შემდგომი გაუმართაობის შანსს მინიმუმამდე ამცირებს. მექანიზმების სტაბილური ფუნქციონირება მშენებლობის პროცესისას პერსონალის მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ბილდვეი ქართველ დეველოპერებს პოტაინის კოშკურა ამწეების დიდ არჩევანს სთავაზობს, რომელიც ყველა ინდივიდუალურ სამშენებლო საჭიროებას ფარავს. ამწის მოდელის არჩევანს თავად მშენებლობის სპეციფიკა კარნახობს. Igo სერიის კომპაქტური, თვითმწყობადი ტექნიკა მჭიდრო სივრცეებში ეფექტურია და ერთ ან ორ სამუშაო დღეში იშლება. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი დეველოპერები „უთავო“ (Flat Top) დიზაინის მძლავრ MCT სერიას ირჩევენ. ეს მოდელი რამდენიმე ერთეულს პარალელურად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. 

ორიგინალი ტექნიკა და კვალიფიციური საინჟინრო მხარდაჭერა ნებისმიერი სირთულის პროექტის წარმატებით დასრულების საწინდარია. მაღალი სტანდარტებით აწყობილი, გამძლე კოშკურა ამწეების ქირაობა ან ყიდვა ქართულ დეველოპერულ სექტორს ბევრად უფრო საიმედოს და პროგნოზირებადს ხდის. 

პოტაინი და გროუვი დღეს ამწეების წარმოებაში ლიდერ კომპანიებად ითვლება – ამ ბრენდების მოდელები დამსახურებულადაა მეორად ბაზარზე მოწინავე არჩევანი.