რა უპირატესობები აქვს ამწის შეძენას ოფიციალური პარტნიორისგან?

მასშტაბური სამშენებლო პროექტების მართვისას, დროის სწორი განაწილება და მძიმე ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

თანამედროვე სამშენებლო პროცესები, ობიექტის სირთულიდან გამომდინარე, მაღალი სიზუსტისა და საიმედოობის მქონე აღჭურვილობას მოითხოვს. სამშენებლო ტექნიკის, კერძოდ კოშკურა ამწის შერჩევის პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი, რომელსაც დეველოპერი აკეთებს პროვაიდერს უკავშირდება. ბევრი დეველოპერი კოშკურა ამწეს უშუალოდ აგრეგატის აღწერისა და ფასის მიხედვით არჩევს, ხოლო კომპანიას, რომლისგანაც ყიდულობს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. არადა, პროვაიდერი დიდწილად განსაზღვრავს თავად ამწის ხარისხს და სანდოობასაც.

ინდუსტრიული პრაქტიკა და მრავალწლიანი გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ტექნიკის მწარმოებლის ავტორიზებულ დილერთან მუშაობას კონკრეტული პრაქტიკული და ფინანსური სარგებელი აქვს. ის პროექტები, რომელთა დეველოპერებიც თანამშრომლობენ უშუალოდ ოფიციალური მწარმოებელთან, გაჩერების ნაკლები რისკის ქვეშ არიან.

ამ ბლოგში განვიხილავთ, კონკრეტულად რა მთავარი უპირატესობები აქვს კოშკურა ამწეების მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორისგან შეძენასა თუ ქირაობას.

ქარხნული გარანტია და მწარმოებლის პირდაპირი პასუხისმგებლობა 

ოფიციალური პარტნიორისგან სამშენებლო ტექნიკის მიღების მთავარი უპირატესობა უშუალო მწარმოებელთან პირდაპირი კავშირია. 

არაავტორიზებული პირებისგან შეძენილ ტექნიკას ხშირად არ აქვს გარანტია, რომ გამართულად იმუშავებს – არ არსებობს ვალიდური ინსპექტირების აქტები და მისი რეალური ტექნიკური მდგომარეობა ბუნდოვანია. სანდო კოშკურა ამწეების პროვაიდერი კომპანია ყოველთვის სრულად გამჭვირვალედ ოპერირებს. როდესაც დეველოპერი დანადგარს ავტორიზებული დილერისგან იღებს, მას აქვს გარანტია ტექნიკის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ მწარმოებელ ქარხანას ებარება.

ამგვარი მიდგომის კარგი მაგალითია საქართველოში ფრანგული ბრენდის, პოტაინის (POTAIN) ექსკლუზიური პარტნიორის, ბილდვეის პრაქტიკა. რადგან კომპანია პოტაინის ოფიციალური წარმომადგენელია, ნებისმიერი მოდელი სარგებლობს საფრანგეთის ქარხნის სრული მხარდაჭერით. ეს აღჭურვილობის თანმდევ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

რეგულარული ტექნიკური ინსპექტირება და 24/7-ზე ტექნიკური მხარდაჭერა

ტექნიკის მოულოდნელი გაჩერება მშენებლობის პროცესს შეფერხების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დაკარგული საათები კი პროექტისთვის სერიოზულ ფინანსურ ზარალს ნიშნავს. ოფიციალურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის კიდევ ერთი პლუსი კვალიფიციურ ტექნიკურ გუნდთან მუდმივი კავშირია. 

ავტორიზებული დილერები საკუთარი ინჟინრების პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. მაგალითად, ბილდვეის საინჟინრო გუნდმა, პროფესიული გადამზადება უშუალოდ საფრანგეთში, პოტაინის ქარხანაში გაიარა.

ბილდვეის ამწის სერვისებში შედის თვეში ერთხელ გეგმიური ინსპექტირების ჩატარება (შედარებისთვის: ინდუსტრიის სტანდარტად 6 თვეში ერთხელ ინსპექტირება ითვლება). ეს მიდგომა საკვანძოა ხარვეზების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისთვის. სპეციალისტებმა ზუსტად იციან რა მახასიათებლებს მიაქციონ ყურადღება, როცა პოტაინის ამწე მუშაობს, რა შეიძლება მიანიშნებდეს პოტენციურ პრობლემებზე და რა არის საჭირო ხარვეზის საწყის ეტაპზევე აღმოფხრვისთვის.

ამასთან,  ინჟინრების გუნდი 24/7 რეჟიმში ხელმისაწვდომია. გამოძახებაზე რეაგირებისთვის გუნდს დაახლოებით 2 საათი სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა ორშაბათს დღის 3 საათზე შედის ზარი, თუ შაბათს ღამის 3-ზე. საჭიროების შემთხვევაში კი სპეციალისტები ტექნიკის სრულ აღდგენა-განახლებაზეც აგებენ პასუხს. და ეს პროცესი გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე მაშინ, როცა ამწე არა-ავტორიზებულ რესელერს აბარია.

სათადარიგო ნაწილები ოფიციალური მწარმოებლისგან – და მათზე სწრაფი წვდომა 

სამშენებლო სექტორში ტექნიკის შეკეთების პროცესი ხშირად იწელება. პროვაიდერების უმეტესობას სათადარიგო დეტალები ადგილობრივად არ აქვს. ამიტომ, როცა ამწის დეტალის ჩანაცვლებაა საჭირო, სათადარიგო ელემენტებს უცხოეთიდან გამოწერა სჭირდება, ხანგრძლივი განბაჟების პროცედურებისა და ტრანსპორტირების გამო კი პროცესი იწელება. 

მწარმოებელ ქარხანასთან პირდაპირი თანამშრომლობისას ლოგისტიკა გამარტივებულია. ბილდვეიმ კი ეს გამოწვევა სრულად გადაჭრა. კომპანიამ სოფელ აღაიანთან ააშენა კოშკურა ამწეების მომსახურების ბაზა – „ბილდვეი ექსპო“. 

ექსპოს ტერიტორიაზე განთავსებულია საჭირო სათადარიგო ნაწილების საწყობი. მძიმე დაზიანების შემთხვევაშიც კი, ინჟინრებს დანადგარი სარემონტოდ აღაიანის ბაზაზე გადააქვთ და, რადგან დეტალების გამოწერასა და ჩამოსვლაზე დრო აღარ იხარჯება,  უმოკლეს დროში ანახლებენ და აბრუნებენ ობიექტზე. 

ობიექტის წინასწარი აუდიტი და რისკების შემცირება 

არასწორად შერჩეულმა ამწემ შესაძლოა, პროექტს სერიოზული ტექნიკური პრობლემები შეუქმნას. დანადგარის სამშენებლო მოედანზე განთავსებამდე, აუცილებელია ლოკაციის წინასწარი საინჟინრო შესწავლა და ამწეს სწორი პროექტირება

ოფიციალური წარმომადგენლობა უბრალოდ გადამყიდველი არაა. ძირეულად იცნობს მწარმოებლის ტექნიკას და იცის მასშტაბის, სამშენებლო მოედნისა და ენერგიის წყაროების შესაბამად როგორ შეარჩიოს ოპტიმალური მოდელი – სწორი არჩევანის წნეხი დეველოპერზე აღარაა.

ბილდვეი, მაგალითად, სამშენებლო პროექტის საწყისი ეტაპიდან თანამშრომლობს დეველოპერებთან, სამშენებლო ობიექტის სრულ აუდიტს ატარებს მოედანზე, სადაც Potain-ის ამწეები უნდა განთავსდეს. საინჟინრო ჯგუფი წინასწარ აფასებს რელიეფს, სამუშაო პერიმეტრსა და არსებულ ინფრასტრუქტურას. მხოლოდ ობიექტის დეტალური ანალიზის შემდეგ გაიცემა ზუსტი რეკომენდაცია კონკრეტულ მოდელებზე. 

პოტაინის ამწე

ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი ყველა ტიპისა და მასშტაბის პროექტისთვის 

როგორც უკვე ვახსენეთ, სხვადასხვა სირთულისა და სპეციფიკის სამშენებლო ობიექტი ინდივიდუალურ საინჟინრო მიდგომას მოითხოვს. თუმცა ბევრი არა-ოფიციალური დილერი ამას არ ითვალისწინებს. არჩევანი, რომელსაც ისინი დეველოპერებს სთავაზობს, ხშირად ლიმიტირებულია ყველაზე გავრცელებულ (და დილერისთვის ფინანსურად მომგებიან) მოდელებზე.

მწარმოებლის ოფიციალურ პარტნიორებს კი, როგორც წესი, მოდელების უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვთ, რომელიც გათვლილია მაქსიმალურად გაითვალისწინოს ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკა: სხვადასხვა დეველოპმენტის მასშტაბები, შესაძლო ენერგიის წყაროები, ურბანული განაშენიანების გამოწვევები და ა.შ.

ბილდვეის პოტაინის ამწეების კატალოგიც ამ პრინციპეზე დაყრდნობით შედგა. მცირე ზომის ობიექტებისთვის შეზღუდული სამუშაო სივრცით უმჯობესია კომპაქტური თვითმწყობადი მოდელები. მასშტაბური სამუშაოებისთვის, მით უმეტეს თუ რამდენიმე დანადგარმა ერთდროულად უნდა იმუშაოს, საჭიროა მაღალი სიმძლავრის, უთავო სისტემების გამოიყენება. ბილდვეი ამ სპეციფიკას ითვალისწინებს და დაინტერესებულ დეველოპერს შესაბამის პოტაინის მოდელებს სთავაზობს.

კოშკურა ამწეების ყიდვა ან ქირაობა ავტორიზებული დილერისგან მნიშვნელოვნად ამცირებს პროექტთან დაკავშირებულ გაუთვალისწინებელ საინჟინრო და ფინანსურ რისკებს. ოფიციალური ქარხნული გარანტია, 24-საათიანი კვალიფიციური მხარდაჭერა და ლოკალურად ხელმისაწვდომი სათადარიგო ნაწილები ნიშნავს, რომ დეველოპერს შეუძლია მაქსიმალურად სტაბილური სამუშაო გარემო შექმნას. ეს ფაქტორები ინდუსტრიული პროექტის დაგეგმილ ვადებში, ხანგრძლივი პაუზების გარეშე დასრულებას გაცილებით რეალურს ხდის. 

Comments are closed