თანამედროვე ურბანული სამშენებლო სფეროს პროექტები ხშირად ძალიან სპეციფიკურია. მშენებლებს მძიმე ტვირთის გადატანა ხშირად ძალიან ვიწრო სივრცეში უწევთ. ასეთ დროს მობილური ამწე შეუცვლელ როლს ასრულებს. ის მოქნილია და მარტივად გადაადგილდება, რაც ობიექტზე დასახული ამოცანების შესრულებას ბევრად ამარტივებს.
ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ტექნიკის მართვის სტრატეგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ პროექტი ერთჯერადია ან ეპიზოდურ დატვირთვას მოითხოვს, ძვირადღირებული მექანიზმის ყიდვა ფინანსურად არამომგებიანია. შესაბამისად, დეველოპერების უმრავლესობა ავტო ამწის ქირაობას ბევრად პრაქტიკულ ალტერნატივად მიიჩნევს. ამწის ქირაობა ამარტივებს ყველა პროექტს ინდივიდუალურად მიუდგე და ისეთი ტექნიკა შეარჩიო, რომელიც კონკრეტული ობიექტის ყველა მოთხოვნას მაქსიმალურად ზუსტად ერგება.
ყველა საინჟინრო პროცესი გარკვეულ რისკებს უკავშირდება. მძიმე ტექნიკის იჯარით აღებისას მნიშვნელოვანია, პროვაიდერი კომპანია მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორიც იყოს, და სრულ ტექნიკური მხარდაჭერასაც თავის თავზე იღებდეს. ასე დეველოპერი მაქსიმალურად დაზღვეულია გაუმართაობებისა და საინჟინრო შეცდომებისგან.
საქართველოს ბაზარზე ფრანგული ბრენდის, პოტაინის (POTAIN) ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი კომპანია ბილდვეია. მათი პარტნიორობა ნიშნავს, რომ ტექნიკის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობას იღებს არა შუამავალი, არამედ უშუალოდ მწარმოებელი ქარხანა.
ბილდვეის ინჟინერთა გუნდი პროფესიულ გადამზადებას უშუალოდ საფრანგეთში, პოტაინის ქარხანაში გადის. გუნდი რეგულარულად, თვეში ერთხელ ატარებს სამშენებლო ობიექტზე ამწის რეგულარულ ინსპექციას. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ისინი სრულ აღდგენა-განახლებასაც თავის თავზე იღებენ.
სამუშაო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ბილდვეი დეველოპერებს 24/7-ზე ხელმისაწვდომ ამწის მომსახურებას სთავაზობს. ინჟინრები გამოძახებაზე უმოკლეს დროში რეაგირებენ – ობიექტზე მისვლას საშუალოდ 2 საათამდე სჭირდება, დასვენების დღეს გვიან ღამითაც კი.
სამშენებლო სექტორისთვის ხელმისაწვდომობის გასამარტივებლად, ბილდვეიმ შექმნა ერთიანი რეგიონალური ჰაბი Buildway Expo, რომელიც რამდენიმე დიდი ტექნიკის ბრენდის მუდმივ გამოფენას, “ამწის ლაბორატორიასა” და სათადარიგო ნაწილების საწყობს აერთიანებს. რადგან სათადარიგო დეტალების უცხოეთიდან ჩამოტანაზე დრო აღარ იკარგება, ნებისმიერი ავტო ამწის რეკონსტრუქციას სტანდარტულზე ბევრად ნაკლები დრო სჭირდება.
სწორად შერჩეული პარტნიორი ნებისმიერი მასშტაბის სამშენებლო პროექტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. ოფიციალური დილერისგან მიღებული მხარდაჭერა, საქართველოში შექმნილი მატერიალური ბაზა და უშუალოდ მწარმოებლის ქარხანაში გადამზადებული საინჟინრო გუნდი ქმნის მაქსიმალურად ეფექტურ სამუშაო გარემოს. ბილდვეისგან ამწის ყიდვა ან ქირაობა კი სამშენებლო კომპანიებს უწყობს ხელს პროექტები გაწერილ ვადებში დაასრულონ და თავიდან აიცილონ ფინანსური ზარალი.